ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი არბიტრი სერბი მილორად მაჟიჩი იქნება. მაჟიჩი 45 წლის არის და ის 2009 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. მაჟიჩს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ნამსაჯი, მათ შორის ფინალებიც, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ თამაშში მას არასოდეს უმსაჯია.
შეგახსენებთ რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს კიევში გაიმართება და მასში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლივერპული დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ევროპის ლიგის ფინალს, მას ჰოლანდიელი ბიორნ კუპერსი განსჯის.

