დღეს სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი.
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატად ოფიციალურად გუშინ წარადგინეს. გადაწყვეტილება ფრაქცია „ელკის“ წევრებმა ერთხმად მიიღეს, „წარუკიანმა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ კი მას მხარი დაუჭირეს.
პაშინიანმა, გუშინ საღამოს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტში დაგეგმილი მოლაპარაკებები, სადაც პრემიერ-მინისტრის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართება პროცედურები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გადაკეტილი ქუჩების ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს.
პაშინიანი აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში სახალხო პრემიერი აირჩეს, რადგან სახელისუფლებო რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი თავი ამოწურა და ის საერთოდ უნდა გაუქმდეს.

