ანდრე ვილაშ ბოაში შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს და მომავალ სეზონში დორტმუნდის ბორუსიას ჩაუდგეს სათავეში. ბორუსიას ამჟამინდელ თავკაცს პიტერ შტოგერს, სავარაუდოდ სეზონის ბოლოს გაანთავისუფლებენ, რადგან გუნდი ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი.
ვილაშ ბოაში გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც თავის დროზე ჩელსის მწვრთნელიც იყო, ხოლო ბოლო წლები კი ის აზიაში მოღვაწეობდა. ბორუსიას ხელმძღვანელობამ დაადასტურა ის ფაქრი რომ ისინი ახალ მწვრთნელს ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით მათ კონკრეტული გვარები არ დაუსახელებიათ.

