გიორგი კვირიკაშვილი: “სამწუხაროდ, დღემდე როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა”

გიორგი კვირიკაშვილი: "სამწუხაროდ, დღემდე როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა.

პრემიერის თქმით, პარტია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა მაგრამ ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი თავმჯდომარე ხდება.

„ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა. ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით. რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი” – აღნიშნა პრემიერმა.