ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი რუხაიასა და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელ გრიშა ონიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„კომუნისტური პარტიის“ წევრები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან საბჭოთა კავშირის დროშებით და სტალინის სურათებით მივიდნენ, რასაც პროტესტი მოჰყვა.
გიორგი რუხაიამ „კომუნისტური პარტიის“ ლიდერს გრიშა ონიანს და მის თანამოაზრეებს ქვეყნის გამყიდველები უწოდა.
პარტია “სოციალისტური საქართველოს” წარმომადგენლებმა თბილისში, ვაკის პარკში, გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ვაკის პარკში ამ დროს პარალელურად გაიმართა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები “სოციალისტური საქართველოს” წევრებს სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.
ნიუპოსტი

