გრიგორი ლეპსი ჰოსპიტალიზირებულია. ნიუპოსტის ცნობით, რუსი მომღერალი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. წინასწარი მონაცემებით, ლეპსმა სერიოზული ტრავმა კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო. ინციდენტის ზუსტი გარემოებები დაზუსტებული არაა.
მომღერლის პრესმდივნმა ნატალია მოსტაკოვამ დაადასტურა, რომ მომღერალი საავადმყოფოში იმყოფება თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
– მე კომენტარს არ ვიძლევი, ყველაფერი რიგზეა, ის მალე გამოეწერება, – განაცხადა მან.
ბოლო დროს ლეპსს აშკარადა არ უმართლებს. რამდენიმე დღის წინ ის ისრაელის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში არ შეუშვა.