მწვავე კამათი იყო ტვ პირველის თოქშოუ რეაქციაში. ადა მარშანია მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებულმა კითხვამ გააღიზიანა, რის გამოც მან ინგა გრიგოლიას უყვირა კიდეც, რაზეც წამყვანმა დეპუტატს შენიშვნა მისცა.
ადა მარშანიას ცხარე დებატების დროს ჭიქა გაუტყდა და ხელი გაეჭრა, მას პირველადი დახმარება ინგა გრიგოლიამ აღმოუჩინა.
„სისხლისღვრა მქონდა სტუდიაში, პირდაპირი მნიშვნელობით. ადამ მათრია, მლანძღა, მერე ჭიქა გატეხა,ხელი გაეჭრა და პირველადი სასწრაფო დახმარება აღმოვუჩინე ეთერში“, – თქვა ინგა გრიგოლიამ.
https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/2188595104490680/

