ირანის პარლამენტის სხდომაზე აშშ-ის დროშა დაწვეს

ირანის პარლამენტის სხდომაზე აშშ-ის დროშა დაწვესალი ლარიჯანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მენტალური შესაძლებლობები პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. როგორც ირანული მედია იუწყება, ალი ლარიჯანის აზრით, ტრამპი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტას ვერ ახერხებს და პრეზიდენტის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.

განცხადებები ალი ლარიჯანიმ ირანის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

„როიტერის“ ინფორმაციით, სესიის დაწყებისთანავე ირანელმა დეპუტატებმა აშშ-ის დროშა და „ბირთვული შეთანხმების“ ასლი დაწვეს. ირანული მედიის ცნობით, დეპუტატები სკანდირებდნენ „სიკვდილი ამერიკას“

mediamall.ge