ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანში მიწისძვრა მოხდაირანის ცენტრალურ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:08 საათზე, ქალაქ იასუჯიდან 11 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ინტერპრესნიუსი