იურგენ კლოპი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა”

იურგენ კლოპი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისი ოცნებაა და ის თავისი ოცნების განხორციელებასთან ახლოს არის, რადგან ლივერპული ფინალში გავიდა.

კლოპის აზრით რომამ ლივერპულს ღირსეული წინააღმდეგო გაუწია, მაგრამ ლივერპულმა ფინალში თამაში დაიმსახურა:

” ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა და ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. ამ ტიტულზე ყოველთვის ვოცნებობდი და წელს ეს ოცნება შესაძლოა რეალობა გახდეს”–განაცხადა იურგენ კლოპმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს კიევში გაიმართება და ლივერპულის მეტოქე მადრიდის რეალი იქნება.