თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას 20 საათიანი დუმილის შემდეგ გამოეხმაურა თბილისის მერი.
კახა კალაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა მედიასთან და ახალგაზრდებს მიმართა, ერთად ებრძოლონ ნარკორეალიზატორებს.
„ჩვენ ვისმენთ არაერთგვარობან განცხადებებს, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, კლუბურ მუსიკაზე, მე ვერ დავეთანხმები ადამიანებს ამ მოსაზრებაში.
ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც აქვს ჩვენს დედაქალაქს.
თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რომელიც არის სამწუხარო. მე არავის ვთავზობ შესარიგებელ მატჩს, მე ვიცი რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა და მე ვთავაზობ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვერბძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად ურტყამს კლუბურ მუსიკას, ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება დები, ძმები, ახალგაზრდები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაგაზრდები, რომლებიც გამოსული არიან პარლამენტთან დაგვიდგებიან გევრდზე“ – განაცხადა თბილისის მერმა.

