კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა

კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპაკენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება რადიოსადგური Capital FM Kenya წითელი ჯვრის ადგილობრივ საზოგადოებაზე დაყრდნობით.

წითელი ჯვრის ადგილობრივი საზოგადოების გენერალური მდივნის აბას გულეტის ინფორმაციით, წყალდიდობამ 8 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაანადგურა.

გულეტის თქმით, სტიქიამ 260 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.