კუბაში ჰავანასთან სამგზავრო ბოინგი ჩამოვარდა

კუბაში ჰავანასთან სამგზავრო ბოინგი ჩამოვარდაკუბის სახელმწიფო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ ჩამოვარდა და აფეთქდა ჰავანის ხოსე მარტის  საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან მალევე.

ლაინერი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, ჰავანადან გაიანას მიმართულებით მიფრინავდა. ჯერჯერობით მსხვერპლის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.