ვილნიუსის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ინგერმანლანდიის (ინგრიის) საელჩო – მოძრაობის, რომლის მომხრეებიც სანკტ–პეტერბურგისა და ლენინის ოლქის ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვენ, შემდგომი თვითგამორკვევის შესაძლებლობით.
ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა panorama.pubაქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა სახელმწიფოთაშორისი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ინგრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო, თუმცა მის ვინაობას უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებენ.
ლიტვის ლიდერი ინგერმანლანდიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზეც მიიწვიეს, რომელიც 2018 წლის სექტემბერში უნდა გაიმართოს.
„ჩვენ მოხარული ვართ ინგრიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით. ლიტვის რესპუბლიკა პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ჩვენი ინგერმანლანდიელი მეგობრების დამოუკიდებლობა აღიარა. ჩვენ ამაში მთელ მსოფლიოს დავასწარით. ახალ სახელმწიფოს ყოველმხრივ მხარდაჭერას ვუცხადებ. შესაძლოა, ინგრია ნატოს ასოცირებული წევრიც გახდეს“, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტი ინგრიის მოქალაქეობის მქონე პირებს უვიზო მიმოსვლას და ლიტვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას დაპირდა.
ინგრიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში გახსნიან საელჩოებს ლატვიასა და ესტონეთშიც.
ინგერმანლანდია (შვედ Ingermanland, ფინ Inkeri ან Inkerinmaa, ესტ Ingeri ან Ingerimaa; ინგრია, იჟორა, იჟორთა მიწა, ნევისპირეთი) — ეთნოკულტურული და ისტორიული რეგიონი, მდებარეონს ნევის ნაპირებზე, სრულდება ფინეთის ყურესთან, მდინარე ნარვა, ჩუდის ტბა დასავლეთით და ლადოგის ტბა ჩრდილო-აღმოსავლეთით ინგერმანლანდიის საზღვრებია. ფინური კარელიისგან გამიჯნულია მდინარე სესტრათი.
1708 წელს ეს მიწები ინგერმანლანდიის ფართო გუბერნიაში შევიდა, 1710 წელს კი პეტერბურგის გუბერნიაში, 1927 წლიდან კი ლენინგრადის მხარეში (აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ეს პერიოდი ინგრიის საზღვრები იცვლებოდა). ისტორიული ინგერმანლანდია მოიცავს ქალაქ სანქტ-პეტერბურგს და ლენინგრადის მხარის რაიონებს: ვოლოსოვის, ვსევოლოჟსკის, გატჩინსკის, კინგისეპსკის, ლომონოსოვის, ტოსნენკის, ასევე კიროვის რაიონის დასავლეთს მდინარე ლავამდე.
პირველი

