მანგლისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა – დაიღუპა 2, დაშავდა 17 მგზავრი

მანგლისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა - დაიღუპა 2, დაშავდა 17 მგზავრიკოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, წალკიდან კოდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაიღუპა ორი მგზავრი, ხოლო 17 პირი დაშავდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

მიკროავტობუსს სავარაუდოდ ტურისტები, მათ შორის ერთი უცხოელი, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადატრიალდა.

4 დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის პირველ საავადმყოფოში გადმოიყვანა. მათ ნაწილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა.