ირანში კოჰგილუიეს და ბოიერაჰმედის პროვინციებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას სააგენტო IRNA ექსტრემალურ სამედიცინო დახმარების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ქალაქ იასუჯაში ცოტა ხნით ელექტრომომარაგება შეფერხდა.
როგორც მედიას ექსტრემალური სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ჯალალა პოურანდფარმამ განუცხადა, 71 ადამიანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო 11 ჰოსპიტალიზირებულია.
გასულ კვირას ირანის ქალაქ იასუჯასთან მაგნიტუდით 5,3 მიწისძვრა მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემით მიწისძვრის შედეგად 133 ადამაინი დაშავდა.
პირველი

