ნეიმარი პარიზში დაბრუნდა

ნეიმარი პარიზში დაბრუნდაბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი პარიზში დაბრუნდა და თავისი მკურნალობის დასკვნით ეტაპს საფრანგეთის დედაქალაქში გაივლის.

ნეიმარმა ტრავმა თებერვლის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ის ბრაზილიაში იყო, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

ამის გამო ნეიმარს პსჟ-ს ფანები გაუბრაზდნენ კიდეც, რადგან ისინი თვლიან რომ ნეიმარი პარიზში უნდა დარჩენილიყო. ნეიმარმა ტრავმის გამო 2 თვეზე მეტი გამოტოვა და ის მოედანს სავარაუდოდ მაისის ბოლოს დაუბრუნდება, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის კი ის სრულიად ჯანმრთელი იქნება.