ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ოპერაციის შემდეგ გონს მოვიდა და თავს კარგად გრძნობს. ფერგიუსონი საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოხვდა, რადგან მას ტვინში ჰქონდა სისხლჩაქცევები, რის შემდეგაც ფერგიუსონს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
სერ ალექსი რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა, მაგრამ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე ოჯახის წევრებსაც ესაუბრება.
ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედს 26 წლის მანძილზე ედგა სათავეში და ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება.

