ფონიჭალა, ინტერნეტი, კლუბები – გახარიამ ნარკორეალიზაციის 3 არხი დაასახელა

ფონიჭალა, ინტერნეტი, კლუბები - გახარიამ ნარკორეალიზაციის 3 არხი დაასახელაშს მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს. გახარიას თქმით, მის უწყებას აქვს ხედვა, როგორ ებრძოლოს აღნიშნულ მიმართულებებს და სურს, გავიდეს გავრცელების და შემოტანის ქსელებზე.
– დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინი არის იქიდან ამოღებული. იქ ძირითადად ვმუშაობთ მსხვილ კომპონენტზე. მეორე და ძალიან სერიოზული გამოწვევა გახლავთ ინტერნეტით გავრცელება და მესამე – კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი ტრანზიტი ევროპის ქვეყნებიდან ხდება, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გახარიას თქმით, მისი განსაზღვრა საკანონმდებლო ორგანოს საქმეა.

ინტერპრესნიუსი