პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციადაიწყო.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (registration.emis.ge) და 8 ივნისს დასრულდება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

ცნობისთვის, პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, რომელიც 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ეს სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე, ასევე სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით,  2018-2019 სასწავლო წლისათვის იმ მოსწავლეებსაც შეეძლებათ პირველკლასელად დარეგისტრირება, რომლებიც 16 და 17 სექტემბერს არიან დაბადებულები, რადგან 2018 წლის 15 სექტემბერი შაბათი, არასამუშაო დღეა, სწავლა კი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება.