რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებულ აქციებზე – “ის ჩვენი მეფე არ არის” (#ОнНамНеЦарь), ქვეყნის მასშტაბით, 354 ადამიანია დაკავებული. მათ შორისაა ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი თანამებრძოლი ნიკოლაი ლიასკინი.გავრცელებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი ჩელიაბინსკში დაკავებული — 97. იაკუტსკში – 75, მოსკოვში – 52, კრასნოიარსკში – 45.
ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ პეტერბურგში, სადაც მომიტინგები მსვლელობას ნევის პროსპექტზე მართავენ.

