ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში.
ქვახვრელში ავარიას 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, ,,სუბარუს” მარკის ავტომობილი მინი ტრაქტორს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

