რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებში დანიშვნა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მანჩინიმ განცხადება გააკეთა რომლის მიხედვითაც ის ოფიციალურად იტალიის ნაკრებს 20 მაისს ჩაიბარებს.
მანჩინის თქმით ის ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის რომ იტალიის ნაკრებს ძველი დიდება დაუბრუნოს და ისევ ისეთი ძლიერი გახადოს, როგორც ადრე.
როგორც ცნობილი გახდა ამ პოსტზე კარლო ანჩელოტის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ მან უარი თქვა, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვა რომ იტალიის ნაკრებს რობერტო მანჩინი უხელმძღვანელებს.

