იტალიის ახალმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პირველი კომენტარი გააკეთა ნაკრებზე და თქვა რომ იტალიამ ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს. მანჩინის აზრით ამის გაკეთება შესაძლებელია:
”იტალია უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა და ბოლო პერიოდში ჩვენ კრიზისი გვაქვს, რაც მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ იტალიას ძველი დიდება დავუბრუნო და ისევ ისეთი გუნდი გავხადო, როგორიც ადრე იყო. მუშაობას მალე დავიწყებ”–განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

