რომის ცენტრში სამგზავრო ავტობუსს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის Atac-ის ცნობით, მძღოლმა და მგზავრებმა ავტობუსი დროულად დატოვეს და არავინ დაშავებულა. ინფორმაციას Reuters-იავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს რომში 20-მდე ავტობუსი დაიწვა და დაზიანდა მოულოდნელი ხანძრის გამო. იტალიური მედია აცხადებს, რომ ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანია Atac-ი (სახელმწიფო უწყება) არ ცვლის მოძველებულ ავტოპარკს. Reuters-ი Atac-ის ყოფილ ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიას 1.3 მილიარდი ევროს ვალი აქვს და გაკოტრების შესახებ უნდა გამოაცხადოს.
იმედინიუსი

