აქციის მონაწილეს რუსეთში, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეკავა, 27-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაქსიმ რაზმეტოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
აქციაზე სულ 12 ადამიანი დააკავეს. აქციებმა ლოზუნგით „მოგვბეზრდა“ ქვეყნის დიდი ქალაქები მოიცვა. აქციის მონაწილეები რუსეთში Telegram-ის დაბლოკვას აპროტესტებნენ..
Telegram-ი ეგრეთ წოდებული კროსპლატფორმული მესენჯერია, რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. მისი მთავარი დამფინანსებელი პაველ დუროვია.
აპლიკაციის რუსეთში დაბლოკვის გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ 13 აპრილს მიიღო. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ Telegram-ი ყირიმში Диалог М-მა ჩაანაცვლა.
იმედინიუსი

