საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართებასაქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ყრილობა 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. ფედერაციის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხია – ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.

გუშინ ძიუდოისტები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.
“ორშაბათს ამას მასშტაბური სახე მიეცემა. ძალიან ბევრი პრობლემებია ფედერაციაში. გუნდი და ბიჭები ისევ ერთ აზრზე ვრჩებით. გამოიჩინოს დავით ქევხიშვილმა კეთილგონიერება და დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი”, – განაცხადა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ამასთან, 2 დღის წინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.