“შვილების მკვლელობამდე დედამ სამოგზაურო პაკეტი იყიდა” – რა გახდა საზარელი დანაშაულის ჩადენის მიზეზი

"შვილების მკვლელობამდე დედამ სამოგზაურო პაკეტი იყიდა" - რა გახდა საზარელი დანაშაულის ჩადენის მიზეზირუსეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გამოძიების ცნობით, 27 წლის ელენა კარიმოვამ შვილების მკვლელობამდე, დილით, ერთ-ერთი საზღვარგარეთული კურორტის სამოგზაურო პაკეტი შეიძინა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მას არ ჰქონდა სერიოზული ფინანსური პრობლემები. უფრო მეტიც, მას ავტომობილი ჰქონდა დაქირავებული 40 000 რუბლად.
შეგახსენებთ, შემზარავი შემთხვევა ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა. 27 წლის დედამ ორი შვილი – 2 წლის ბიჭი და 4 წლის გოგონა მოკლა , შემდეგ კი დაწვა.
გამოძიების ინფორმაციით, 25 აპრილს ქალმა ორივე შვილი სკუთარი ხელებით გაგუდა, შემდეგ მათი ცხედრები მანქანიდან გამოიყვანა და ქალაქგარეთ დაწვა. დამწვარი ბავშვების ცხედრები მიტოვებულ სახლში იპოვეს.

გამოძიების ცნობით, ცხედრები ისე იყო დამწვარი, მათი ცნობა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ დნმ-ის ანალაზის ჩატარება გახდა საჭირო.

როგორც გაირკვა, თავდაპირველად ბავშვების დაწვა სემიონოვსკის რაიონში ტყეში გადაწყვიტა. თუმცა, როდესაც ცეცხლი დაანთო, ადგილზე მონადირეები მივიდნენ და ის უკან დაბრუნდა. მეორე დღეს კი მიტოვებულ შენობაში დაწვა ბავშვები.

დაკითხვაზე მისულმა დედამ აღიარა, რომ შილები თავად დახოცა, რადგან მათი მოვლით დაიღალა. მისი თქმით, განქორწინებულია და შვილების მოვლა მარტო უწებდა, რასაც ვეღარ უძლებდა.

ახლობლებისა და მეზობლების თქმით, მათ არასოდეს შეუმჩნევიათ, რომ ელენა ბავშვებს განსაკუთრებულად სასტიკად ან მკაცრად ექცეოდა, არაფერი ეტყობოდა ნერვული აშლილობისაც.

ახლა გამოძიება ფსიქიატრის დასკვნას ელოდება და მის რელიგიურ შეხედულებებსაც იკვლევს, რათა დადგინდეს, რატომ ჩაიდინა დედამ სატიკი მკვლელობა.

საქმეზე პირველი სხდომა უკვე გაიმართა, რომელიც დახურული იყო. თუმცა, როგორც სხდომაზე მყოფებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, ის ძალიან მშვიდად იყო და ფსიქიკური პრობლემების არაფერი ეტყობოდა.

ნიუპოსტი