თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
უწყების ინფორმაციით, კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალბატონმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები გადაყვანილები არიან სტაციონარში
სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი.
ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

