თბილისში, ჩაისუბნის დასახლებაში, შენობის სახურავზე მყოფი 11 წლის ბავშვი, მაშველებმა ჩამოიყვანეს.
თვითმხილველბის თქმით, 11 წლის ნიკოლოზი ეზოში ფეხბურთს თამაშობდა, როდესაც ბურთი სახურავზე აუვარდა. ბურთის ჩამოსატანად სახურავზე ავიდა, თუმცა იქიდან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.
ადგილზე მისულმა მაშველებმა მოზარდი სახურავიდან ჩამოიყვანეს.
პირველი

