თელ-ავივის აეროპორტთან ცეცხლი გაჩნდა

თელ-ავივის აეროპორტთან ცეცხლი გაჩნდაისრაელში, თელ-ავივის აეროპორტთან გაჩენილი ხანძრის გამო ავიარეისების განრიგი შეიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დავიდ ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა, რის გამოც აეროპორტის ხელმძღვანელობას ფრენების განრიგის კოორდინირება სახანძრო სამსახურთან უწევს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელში სიცხე და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, რაც ბუნებრივი ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს.