უკრაინის ქალაქ ჩერკასკში, ერთერთ სკოლაში 51 მოსწავლე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მოიწამლა. სკოლაში დილის ვარჯიშის დროს ბავშვებმა გონი დაკარგეს. ისინი გოსპიტალიზებულნი არიან. მათგან 11 რეანიმაციაშია.
შემთხევვის ადგილზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი და ჯანდაცვის მინისტრი ულიანა სუპრუნი ჩავიდნენ.
მომხდარზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

