ბრიტანელი ვარსკვლავი, ელტონ ჯონი შეკვეთილშია. მომღერალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა, ხოლო იქიდან შეკვეთილში გაემგზავრა.ამის შესახებ 1tv.ge წერს.
71 წლის მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი “ბლექ სი არენას” სცენაზე 2-საათიანი პროგრამით, ზუსტად 21:00 საათზე გამოვა.
შეკვეთილში უკვე იმყოფება მუსიკოსის 28-კაციანი ტექნიკური ჯგუფი და “იამაჰას” ფირმის შავი როიალი, რომელიც ელტონ ჯონს ყველა გასტროლზე თან დააქვს.
მუსიკოსს ჰქონდა განსაკუთრებული მოთხოვნებიც: ეს იყო საქართველოში გამოცემული უცხოური პრესა, დამატებითი ოთახი გარდერობისთვის, კულისების მცენარე ფიკუსით მორთვა და დიდი ზომის ტელეეკრანები ბლექ სი არენას შიდა და გარე ტერიტორიაზე, სადაც ელტონ ჯონი შეძლებს, თვალი ადევნოს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.
ელტონ ჯონის სცენაზე გამოსვლამდე, მაყურებლისთვის ცნობილი ბენდი ნიუ იორკიდან „კენედი ადმინისთრეიშენ” დაუკრავს.