5 ივნისიდან ახალ თაობასთან ერთად გაიყიდება სერია ნამდვილი დეტექტივის წიგნი
გილბერტ ჩესტერტონი
მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი
ფასი გაზეთთან ერთად 8 ლარი
წიგნი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ჩესტერტონის დეტექტიური მოთხრობების ციკლის ბოლო კრებულს წარმოადგენს. მამა ბრაუნი გარეგნულად არაფრით წააგავს თავის სახელგანთქმულ “კოლეგებს” – შერლოკ ჰოლმსსა თუ ერკიულ პუაროს. იგი ჩია, პროვინციელი კათოლიკე მღვდელია, არც რაიმე სისტემა გააჩნია ჩახლართული დანაშაულების გასახსნელად. ბოროტმოქმედების მხილება მისი ჰობია, რადგან “სიმართლე ჯერაც ნახევარი საათით ჩამორჩება ცილისწამებას”. ამ საქმიანობაში მისი მთავარი იარაღი ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ვნებების ცოდნაა…