პამელა ანდერსონი სავარაუდოდ დაინიშნა. მსახიობის რჩეული საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ადილ რამია. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს და 51 წლის ანდერსონის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში საფრანგეთი-ბელგიის ნახევარფინალურ მატჩზეა გადაღებული.
პამელას თითზე Cartier Panther-ის ბრილიანტის ბეჭედი უკეთია, რომელიც მას სავარაუდოდ ადილმა აჩუქა.
მედიის ცნობით, მსახიობი სანქტ-პეტერბურგში საქმროს საგულშემატკივროდ იყო ჩასული. ის ადილზე 19 წლით უფროსია. წყვილი უკვე ერთი წელია, ერთადაა.