დღეს, 28 აგვისტოს ასპინძაში, ხვილიშის ეკლესიასთან ექვსი წლის ბიჭს “პაჯერო იოს” მარკის მანქანა დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ასპინძაში დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა.
“ბიჭი მშობლებს ეკლესიაში მოსანათლად ჰყავდათ მიყვანილი, წირვის დამთავრებას ელოდებოდნენ. ბავშვმა ამ დროს გზაზე გადაირბინა და მანქანა დაეჯახა, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, მაშინვე გააჩერა მანქანა და ბიჭი საავადმყოფოში წაიყვანა”.
დაშავებული ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში ამბობენ ექვსი წლის ბიჭის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ტვინის შერყევა აქვს.
“ჩვენ ქირურგიული სტაციონარი არ გვაქვს, ველოდებით კატასტროფის ბრიგადას და ბავშვს თბილისში გადაიყვანენ. მოტეხილობა არ ჩანს, მაგრამ საჭიროა კომპიუტერული კვლევა”, – ამბობს კლინიკის მენეჯერი მანანა ცინაძე.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
სამხრეთის კარიბჭე

