ბათუმში ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა – 9 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა - 9 ადამიანი დაშავდაბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად,  9 ადამიანი დაშავდა.

ავარია დღეს, დილის 8 საათზე, მოხდა ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენებს კი ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოინახულა.

ბათუმში ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა - 9 ადამიანი დაშავდააჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა. სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.