გუშინ საღამოს, ბორჯომის რაიონში, ახალდაბასთან მომხდარ ავარიას 46 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს ჯერ მსუბუქი ავტომობილი, შემდეგ კი “ტრაილერი” დაეჯახა და დაიღუპა. გარდაცვლილი ხაშურიდანაა.
შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

