კლაუდიო ბრავომ ტრავმა მიიღო

კლაუდიო ბრავომ ტრავმა მიიღომანჩესტერ სიტის მეკარემ კლაუდიო ბრავომ გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მყესი დაიზიანა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებს ბრავო, მაგრამ მას შესაძლოა ოპერაციაც კი დასჭირდეს, ამიტომ ის მინიმუმ რამდენიმე თვე თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ბრავო არ არის სიტის პირველი მეკარე, მაგრამ გვარდიოლას თქმით მისი ტრავმა მაინც დიდი დანაკლისი იქნება მანჩესტერელებისთვის. ბრავო 23 აგვისტოს ბარსელონაში გაფრინდება, სადაც მას დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ.