მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე ტოტენჰემთან 0:3 დამარცხდა და ამ მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში დადგა. უკვე აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ რომ ჟოზეს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით პოლ პოგბასთან და ალექსის სანჩესთან.
მიუხედავად ამისა, მანჩესტერის ხელმძღვანელობამ მოურინიოს მხარი დაუჭირა და უახლოეს მომავალში მისი გუნდიდან წასვლა არ განიხილება. თვითონ მოურინიომ განაცხადა რომ მისი გუნდი ტოტენჰემთან მარცხს არ იმსახურებდა და მათ უბრალოდ არ გაუმართლათ.

