#MeToo-ს ლიდერ აზია არჯენტოს არასრულწლოვანთან სექსი ჰქონდა

#MeToo-ს ლიდერ აზია არჯენტოს არასრულწლოვანთან სექსი ჰქონდაგამოცემა TMZ-მ იტალიელი მსახიობის აზია არჯენტოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის საწოლში მსახიობ ჯიმი ბენეტთან ერთად წევს. მაშინ არჯენტო 37 წლის იყო, ბენეტი კი-17-ის.

გარდა ამისა, გამოცემას ხელში ჩაუვარდა არჯენტოსა და მისი მეგობრის მიმოწერა, სადაც ის აღიარებს, რომ არასრულწლოვანთან სექსი ჰქონდა.

მანამდე კი იტალიელმა მსახიობმა ყალბი უწოდა ინფორმაციას, რომელიც არასრუწლოვან მსახიობზე ძალადობას შეეხებოდა.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ამ ინფორმაციის წაკითხვით. ეს არის აბსულუტური სიცრუე. მე არასდროს მქონია ურთიერთობა ჯიმი ბენეტთან“, – თქვა მსახიობმა.

აზია არჯენტო კინოს ბიზნესში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 2017 წელს, კანის 71-ე კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ 1997 წელს ვაინშტეინმა გააუპატიურა. არჯენტო მოძრაობა #MeToo-ს ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ჯიმი ბენეტის მტკიცებით, ის ჯერ 17 წლის არ იყო, როდესაც კალიფორნიაში, სასტუმრო Ritz-Carlton-ში მაშინ 37 წლის არჯენტომ (ახლა ის 42 წლისაა) მასზე სექსუალურად იძალადა.

კალიფორნიაში სექსუალური შეთანხმების ასაკი 18 წელია. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა The New York Times-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, მათ არჯენტოს „ბრალის“ დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვეს, მათ შორის ფოტოც, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა.