პაკო ალკასერი კარიერას დორტმუნდის ბორუსიაში გააგრძელებს

პაკო ალკასერი კარიერას დორტმუნდის ბორუსიაში გააგრძელებსბარსელონას ფორვარდი პაკო ალკასერი ერთწლიანი იჯარით დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა. ალკასერი უკვე გერმანიაშია და ის უახლოეს დღეებში კონტრაქტზე მოაწერს ხელს. პაკოს ბორუსიაში ტრანსფერზე უკვე დიდიხანია მიდის საუბარი, მაგრამ ოფიციალურად ეს ტრანსფერი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დადასტურდა.
პაკო ბარსელონამდე ვალენსიას ღირსებას იცავდა, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, მაგრამ ბარსელონაში მან ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა, ამიტომ მისი კატალონიური გუნდიდან წასვლა ლოგიკურია.