22% – გრიგოლ ვაშაძე, 18% – დავით ბაქრაძე, 15% – სალომე ზურაბიშვილი – “ედისონ რისერჩმა” კვლევის შედეგი გამოაქვეყნა

22% - გრიგოლ ვაშაძე, 18% - დავით ბაქრაძე, 15% - სალომე ზურაბიშვილი - "ედისონ რისერჩმა" კვლევის შედეგი გამოაქვეყნასაქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და საჭირო გახდება მეორე ტური – როგორია პოლიტიკური რეიტინგები საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research”-მა ჩაატარა.

პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3.000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.

შეკითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს – 18%

დამოუკიდებელ, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი.

„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს -8%

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს ხმას კვლევის მიხედვით 3%

„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას კვლევის მიხედვით, 2% მისცემდა.

სხვა კანდიდატს – 7%

კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა 25%-მა.