ისკომ ტრავმა მიიღო

ისკომ ტრავმა მიიღოიმადრიდის რეალის ერთ-ერთმა ლიდერმა ისკომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მას ერთი თვის მანძილზე მოუწიოს უქმად ყოფნა. ისკოს მუხლი აწუხებს და მისი ტრავმა დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს.
ისკოს არყოფნა რეალისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან ამ ფეხბურთელმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და რომას წინააღმდეგ ლამაზი გოლი გაიტანა. რეალის მთავარმა მწვრთნელმა ხულიან ლოპეტეგიმ განაცხადა რომ ისკო მის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა.