რამდენიმე წუთის წინ ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
”ისევ ვასილის შესახებ. დღეს საზმაუს დირექტორმა განაცხადა ის დრო წავიდა, აქ რომ ხელფასს ტყუილად იღებდნენო.
ახლა ვნახოთ, ვინ იღებს ტყუილად ხელფასს. შარშან აქაც დავწერე და ბევრიც ვიხითხითე როცა ვასილმა ბათუმში 25 სართულიანი შენობის სახურავი იყიდა საზმაუს ბათუმის ოფისის ასაშენებლად. ვისაც საერთოდ რამე გაეგება ან ტელევიზიაში, ან მშენებლობაში მაშინვე გეტყოდათ, რომ იქ სტუდიის აშენება და საერთოდ დამთავრებულ 25 სართულიან კორპუსზე ტელევიზიის დაშენება დიდი სიგიჟე იყო და არაფერი გამოვიდოდა. ოღონდ ვასილს ამის მისახვედრად წელიწადზე მეტი დასჭირდა.
ხოდა, აი ახლა, 2018 წლის აგვისტოში, როცა საზმაუს მენეჯმენტის დათქმით უკვე ახალი ოფისი დამთავრებული უნდა იყოს, საზმაუ შარშან ნაყიდ სახურავს ყიდის, ოღონდ მყიდველს ვერ პოულობს, იმიტომ, რომ ვასილისნაირი იდიოტი ამ ქვეყანაში ცოტაა. ყოველ შემთხვევაში, ვასილისნაირ იდიოტებს იმდენი ფულის განკარგვის უფლებას არავინ აძლევს, რომ სახურავში 300.000 გადაიხადოს. ხოდა, ეს კაცი რომ ვინმეს ეტყვის ტყუილად იღებ ხელფასსო, რა უნდა ქნა?’