ჯორდან ჰენდერსონმა ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ჯორდან ჰენდერსონმა ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმალივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის ლივერპულში 2023 წლამდე დარჩება. ჰენდერსონის თქმით მისთვის დიდი პატივია ლივერპულში თამაში და ის კიდევ დიდხანს აპირებს ამ გუნდში ასპარეზობას.
ჰენდერსონი ლივერპულში 2011 წელს გადავიდა და მასში ლივერპულმა 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მანამდე ჰენდერსონი სანდერლენდის ღირსებას იცავდა. 2015 წლიდან ჯორდან ჰენდერსონი ლივერპულის კაპიტანია.