ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:
“მარგველაშვილი პრეზიდენტობაზე კენჭს აღარ იყრის და ქსოვას უბრუნდებაო 😉
კაი ჭამა, კაი სვა, ქვეყნის ხარჯზე იფრინა და იკუნტრუშა, მსოფლიო ლიდერებში გაერია, ორი ბავშვი გააკეთა, შეიწყალა ცოლის ყველა ნათესავი და ციხიდან გამოუშვა ნარკობარიგები, სახელმწიფო სახსრებით იყო რიოს ოლიმპიადაზე… მოკლედ, აიხდინა ყველა ოცნება, რაც გრუზინ სლეს შეიძლება ჰქონდეს და რაზეც ვერც იოცნებებდა.
რა გააკეთა ქვეყნისთვის? ერთი-ორჯერ შეეწინააღმდეგა მმართველი ძალის კანონპროექტებს ფორმალურად, თუმც არცერთ საკითხში გრძელვადიანი, მწვავე და თანიმდევრული პოზიცია ან პროტესტი არ ჰქონია და არ გამოუთქვამს. ხიხოს ჭკუაზე არ იარა, მაგრამ არც არსობრივად დაპირისპირებია. ამიტომაც უხვად აჭმევდენ ბიუჯეტის ფულს მას, მის სანათესაოს და მის ადმინისტრაციაში შეყრილ მთელ ქინძი-კამა სასტავს.
ჰო, სხვათა შორის, ჩვენმა ადოკატმა ამირან გიგუაშვილმა ოფიციალურად მიმართა გამოეყენებინა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად მოეხდინა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობის მთავრობის სხდომაზე განხილვა, მაგრამ მთავარსარდელმა ამასაც თავი აარიდა…”