ნინი ბადურაშვილი ცნობილ თურქ მსახიობთან ემრექ კიზილირმაკთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს. მსახიობმა და მომღერალმა ფოტო ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კომენტარებიდან ირკვევა, რომ ფილმი საქართველოს და თურქეთის ერთობლივი ნამუშევარია და გადაღებები ბათუმშიც მიმდინარეობდა.
ფილმის ინსტაგრამ გევრდზე გადაღებების დროს გადაღებული ფოტოებიც გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ ნინის გარდა,ამ ახალ ფილმში სხვა ქართველი მსახიობები, მათ შორის ზურა ყიფშიძეც მიიღებს მონაწილეობას.