ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.
ქვემო ფონიჭალაში “ნისანი”-ს მარკის ავტომობილი, გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის
რამდენიმე ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცალა.
ავარიის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდული იყო.
როგორც თვითმხილველი ამბობს, ნისანში, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, გოგონები ისხდნენ.
ინფორუსთავი

