პოგბასა და მოურინიოს შორის კონფლიქტმა პიკს მიაღწია

პოგბასა და მოურინიოს შორის კონფლიქტმა პიკს მიაღწიაპოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტი იმდენად აშკარა გახდა რომ ისინი უკვე აღარ მალავენ ამ ფაქტს. პოგბამ მოურინიო სახალხოდ გააკრიტიკა დაცვითი ტაქტიკის გამო, ხოლო მოურინიომ კი განაცხადა რომ პოგბა არ არის ღირსეული კაპიტანი და მოედანზე თავის მოვალეობებს არ ასრულებს.
გარდა ამისა, ჟურნალისტებმა მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ვარჯიშის კადრები გადაიღეს, სადაც ჩანს რომ მოურინიო და პოგბა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. თუ ასე გაგრძელდა რომელიმე მათგანი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.